Tuesday, May 25, 2010

მ ზ ე


დედამიწაზე სიცოცხლე არ შეიძლება ჰაერისა და წყლის გარეშე. სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობა არის აგრეთვე მზე.
მზე დედამიწაზე აგზავნის სხივებს, რასაც ჩვენთვის მოაქვს სინათლე და სითბო. მზე რომ არ იყოს, დედამიწა ერთ უზარმაზარ ყინულის ბურთად გადაიქცეოდა და მასზე ყოველგვარი ცოცხალი არსება მოისპობოდა.
ჩვენი პლანეტა, სხვა 8 პლანეტასთან ერთად, მოძრაობს მზის გარშემო. ჩვენი პლანეტების სისტემა კი შედის ერთი დიდი გალაქტიკის შემადგენლობაში. ამ გალაქტიკას `ირმის ნახტომი~ ჰქვია. ჩვენს გალაქტიკაში უამრავი ვარსკვლავია. ჩვენი მზეც ვარსკვლავია, მაგრამ ჩვენთან ძალიან ახლოსაა, ამოტომაც ბევრ სითბოს გვიგზავნის. სხვა ვარსკვლავები კი იმდენად შორსაა, რომ მათი მხოლოდ სინათლე აღწევს ჩვენამდე, რასაც მარტო ღამ-ღამობით ვხედავთ.
ჩვენი მზე 5 მილიარდი წლისაა და, მეცნიერების აზრით, კიდევ ამდენს იცოცხლებს.
მზე და დედამიწა ზომებით ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც, მაგალითად, კალათბურთის ბურთი და ხორბლის პატარა მარცვალი.
მზე შედგება სხვადასხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც ქმნიან გავარვარებულ მასას. ეს მასა გამოყოფს ენერგიას, რაც სითბოდ და სინათლედ გადაიქცევა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ზედაპირზე 6000 გრადუსი ტემპერატურაა, შუაგულში კი დაახლოებით 3 მლნ გრადუსი.
ეს იმდენად მაღალი ტემპერატურაა, რომ დედამიწა ცოტათიც რომ მიუახლოვდეს მზეს, დედამიწაზე ყველაფერი დაიწვება და მოკვდება.
დედამიწაზე სწორედ იმიტომ არის სიცოცხლე შესაძლებელი, რომ იგი ყველაზე კარგი მანძილით არის დაშორებული მზისგან. მზე არც გვწვავს და საკმარის სითბოსაც გვიგზავნის, რომ არ გავიყინოთ. დედამიწასა და მზეს შორის მანძილი მიახლოებით 150 მლნ კილომეტრია.
მზე სითბოსა და სინათლეს დედამიწაზე სხივების სახით აგზავნის. სხივები მრავალნაირია, მაგრამ ადამიანი მათ მხოლოდ მოთეთრო-მოყვითალო ფერებად აღიქვამს. მზის ხილული სხივები რომ სხვადასხვა ფერისაა, ეს მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაამტკიცეს, რომ მზის ხილული სინათლე, ანუ სპექტრი, 7 ფერს შეიცავს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იისფერი.
ამის დასტურია ცისარტყელა, რომელიც წვიმის დროს მზის სხივებში ჩნდება. ეს იმიტომ ხდება, რომ წვიმის წვეთები მზის სხივებს შლის და თვალით დასანახად გარგაქმნის. ცისარტყელას ფერები ყოველთვის ერთნაირი განლაგებისაა.
ცისარტყელა ძალიან ლამაზია. მიწიდან იგი რკალის ფორმით მოჩანს. თვითმფრინავიდან დანახულ ცისარტყელას კი რგოლის ფორმა აქვს.





მ თ ვ ა რ ე


მთვარე ჩვენი პლანეტის ირგვლივ მსრბოლი მკვრივი სხეულია. მზის სისტემის პლანეტების უმეტესობას თავისი `მთვარე~ ჰყავს.
ჩვენი ღამის მნათობი ბნელი სხეულია, რომელიც არეკლილი მზის სხივებით ანათებს. უმთვარო ღამით დედამიწაზე წყვდიადი ისადგურებს, სავეს მთვარით გაბრწყინებული ღამეები კი ზღაპრულად ლამაზი და მოელვარეა.
მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. ზომით იგი თითქმის ოთხჯერ პატარაა დედამიწაზე, მასით 81-ჯერ, რის გამოც მცირე მიზიდულობა აქვს და ატმოსფეროს ვერ ინარჩუნებს. მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ელიფსზე და ერთ გარშემოვლას 27 დღე უნდება.
მთვარის ზედაპირზე არის გრანდიოზული ჩაღრმავებები და მთები. მთვარე უდიდეს ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე. ოკეანეებისა და ზღვების თითოეულ წერტილში წყლის დონე განუწყვეტლივ იცვლება---- ხან აიწევა, ხან დაიწევა. ამ მოვლენას, რომელსაც მთვარის მიზიდულობა იწვევს, მოქცევა და მიქცევა ჰქვია. დღე-ღამის განმავლობაში ორი მოქცევა და ორი მიქცევა ხდება. ოდესღაც დღე-ღამეში სულ 6 სთ იყო, ახლა 24 სთ-ია.
საშუალო მანძილი მთვარიდან დედამიწამდე 384400 კმ-ია. ორბიტაზე ერთი ბრუნისას მანძილი 356410კმ-მდე იცვლება. მთვარის დიამეტრი 3474 კმ-ია.
ორბიტალური მოძრაობისას მას სხვადასხვა მდგომარეობა უჭირავს მზის მიმართ, რომელიც ანათებს და ათბობს მას და დედამიწას. შედეგად ჩნდება მთვარის ფაზები. მთვარის იმ ფაზას, როცა იგი ჩვენსკენ გაუნათებელი მხარითაა მოქცეული, ახალმთვარეობა ეწოდება. ახალმთვარეობის დროს შეიძლება მოხდეს მზის დაბნელება, რომლის დროსაც მთვარის მუქი დისკო დროებით ფარავს მზის დისკოს. ახალმთვარეობის შემდეგ მთვარე ჩანს საღამოსაც და ერთი კვირის შემდეგ, როცა მზის სხივებით განათებულია მთვარის დისკოს პირველი ნაწილი, დგება პირველი მეოთხედის ფაზა.
პირველი მეოთხედიდან ერთი კვირის მერე მოდის სავსემთვარეობა, როცა მზის სხივებით განათებულია მთვარის მიწისკენ მოქცეული მთლიანი დისკო. ამ დროს მთვარე მთელი ღამე ჩანს. სავსემთვარეობისას მთვარესა და მზეს შორის დედამიწა მოექცევა და ხდება მთვარის დაბნელება. იგი მკრთალდება და მურა-წითელი ფერის ხდება. მთვარის დაბნელება ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე მზის, რადგან დედამიწას ბევრად განიერი ჩრდილი აქვს, ვიდრე მთვარეს. იგი შეიძლება 1 სთ და 40 წთ. გაგრძელდეს.
კიდევ ერთი კვირის შემდეგ დგება ბოლო მეოთხედი, რომლის დროსაც მთვარე ჩანს ღამის მეორე ნახევარში. განათებულია მთვარის დისკოს მარცხენა ნაწილი და მთები ისევ დიდ ჩრდილებს ქმნიან. ერთი კვირის შემდეგ დადგება ახალმთვარეობა და მთვარის ფაზების ცვლის ციკლიც შეიკვრება.
მთვარე ერთადერთი ციური სხეულია, რომლის ზედაპირზეც ადამიანმა ფეხი დაადგა.














დ ე დ ა მ ი წ ა


მზის გარშემო ცხრა პლანეტა ბრუნავს. მათ შორისაა დედამიწაც. ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ. მას ერთი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს---- მთვარე.
დედამიწა მზიდან დაშორების მიხედვით მესამე პლანეტაა. იგი ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელზეც სიცოცხლისათვის შესაფერისი პირობები არსებობს. დედამიწას გარს აკრავს ჰაერი, რომელიც შეიცავს ჟანგბადს, რომლითაც ვსუნთქავთ. ცხოველები,ფრინველები, მწერები და თევზები ჟანგბადით ცოცხლობენ. ჟანგბადს გვაძლევს ხეები და, საერთოდ, ყველა მცენარე. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და არ უნდა გავანადგუროთ იგი.
დედამიწა დაახლოებით ოთხი ათას ექვსასი მლნ წლის წინ წარმოიქმნა. თავდაპირველად იგი მდუღარე კლდეებისა და მომწამლავი გაზების გავარვარებული ნარევი იყო, შემდეგ თანდათან გაცივდა და წარმოიქმნა თხელი ქერქი. დედამიწის გულში ისევე ცხელა, როგორც მზის ზედაპირზე. დედამიწის ქერქში რამოდენიმე ფენაა, ყველაზე ზედა შრეს ნიადაგი ჰქვია.პატარა ცხოველები, მცენარეები და მწერები ნიადაგში ცხოვრობენ და ხელს უწყობენ მის გაფხვიერებას.
მზის სინათლე დედამიწაზე დღესა და ღამეს წარმოშობს. დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ერთ შემობრუნებას ის 24 საათს ანდომებს. დედამიწის იმ მხარეს, რომელსაც მზის სხივები ვერ წვდება, ღამეა,დედამიწის მზისკენ მიქცეულ მხარეს კი ---- დღე.
დედამიწა ორი ნახევარსფეროსგან შედგება, რომელსაც ეკვადორი ჰყოფს. ზედა ნახევარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა, ქვედა კი ----- სამხრეთ ნახევარსფერო. როცა ერთ ნახევარსფეროში ზაფხულია, მეორეში --- ზამთარია. დედამიწის პოლუსებზე მზის სხივები პირდაპირ არასდროს არ ხვდება, ამიტომ იქ ყოველთვის ყინავს.ზამთარში იქ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ბნელა, ზაფხულში კი მზე ღამითაც ისევე ანათებს, როგორც დღისით. სამხრეთ პოლუსი გაყინული ხმელეთია, ჩრდილოეთ პოლუსი არქტიკულ ოკეანეში მცურავი ყინულითაა გარშემორტყმული.
დედამიწაზე ბევრი მთაა. მთების წარმოშობას მილიონობით წელი სჭირდება. ზოგჯერ დედამიწის ქერქი ნაოჭდება და მთებს წარმოშობს. დედამიწის გულში გავარვარებული ლავაა, რომელსაც დროდადრო ამოაფრქვევს ხოლმე დედამიწა. ამას სხვანაირად ვულკანის ამოფრქვევას ეძახიან. ლავის გაციების შედეგად კლდეები წარმოიშობა.
დედამიწის ყველაზე მაღალი მთები ჰიმალაის მთებია, ხოლო ყველაზე მაღალი მწვერვალი --- ჯომოლუნგმა.
დედამიწის უდიდესი ნაწილი ზღვებსა და ოკეანეებს უკავიათ, აგრეთვე ბევრია მდინარეები და ტბები.
დედამიწაზე ოთხი ოკეანეა: წყნარი, ატლანტის, ინდოეთის და ჩრდილოეთ-ყინულოვანი ოკეანე. წყნარ ოკეანეში ყველაზე ღრმა ღრმულია, რომელსაც მარიანას ღრმულს ეძახიან. ღრმულში ჩაგდებულ ქვას საათზე მეტი მოუნდება, რომ ფსკერს მიაღწიოს.

უდაბნო დედამიწის ზურგზე ყველაზე ცხელი ადგილია. იქ წვიმა საერთოს არ მოდის. უდაბნოში იმდენად ცხელა, რომ ადამიანები ცდილობენ იქ არ დასახლდნენ. უდაბნოში ტრანსპორტად მხოლოდ აქლემს იყენებენ. მას ძალზე დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება, ხოლო როცა საჭმელი არ აქვს, იგი კუზებში დაგროვილი ცხიმით იკვებება. ოაზისი წყლიანი ადგილია უდაბნოში, სადაც ხალხი ცხოვრობს.

ინფორმაციის წყარო: http://funnybunnyanuki.blogspot.com/2009/11/blog-post_4850.html

First Moon Landing 1969

 კოსმოსში პირველი საბჭოთა მოქალაქე იური გაგარინი გაფრინდა. ამან საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის მადა კიდევ უფრო გაზარდა: 

– მთვარეზეც პირველად ფეხს საბჭოთა ადამიანი დაადგამს!

სსრკ–შიც შეიმუშავეს მთვარეზე გაფრენის სპეციალური პროგრამა. ქვეყანაში კვლავაც სიდუხჭირე იყო. პროდუქტებზე მთელი რიგები იდგა. ხრუშჩოვი კი სტალინის მსგავსად გაიძახოდა:

– დავეწევით და გავუსწრებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს! ხომ ვაჯობეთ მათ კოსმოსში, მთვარეზეც პირველნი ჩვენ გავფრინდებით!

უკვე 1959 წელს რუსებმა მთვარეზე სპეციალური თანამგზავრი გაუშვეს. მან დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. წარუმატებელი გამოდგა ამერიკელთა ანალოგიური მცდელობებიც. მომდევნო წლების მანძილზე ორივე მხარე ინტენსიურად უშვებდა მთვარის მიმართულებით თანამგზავრებს. რუსები ტყავში ძვრებოდნენ, მაგრამ ამერიკელთა უპირატესობა აშკარა იყო. გააფთრებულმა ხრუშჩოვმა ბრძანა:

– არაფერი არ დაიშუროთ, ოღონდაც მთვარეზე პირველები ჩვენ უნდა გავფრინდეთ!

1964 წელს ხრუშჩოვი გადააყენეს. ის ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა. მთვარეზე გაფრენის საკითხში ის მთლიანად ეთანხმებოდა წინამორბედს:

– მთვარეზე პირველად ფეხი საბჭოთა ადამიანმა უნდა დაადგას!

მიუხედავად ამისა, ამერიკელთა უპირატესობა ძალზე დიდი იყო. 1966 წელს ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა თითქმის მიაღწია მთვარეს. ის მას მიუახლოვდა, მაგრამ მთვარეზე დაჯდომა ვერ შეძლო. ამერიკელები სანუკვარი მიზნიდან ერთ ნაბიჯზეღა იყვნენ.

პირველნი მთვარეზე

1969 წლის 16 ივლისს აშშ–ს კოსმოდრომიდან სტარტი აიღო აპოლონ \|–მ, კოსმოსურმა ხომალდმა, რომელსაც მთვარისკენ ჰქონდა გეზი აღებული. ეკიპაჟი საგულდაგულოდ შეირჩა. ის სამი კაცისაგან შედგებოდა: არმსტრონგი, კოლინზი და ოლდრინი. ყველა მათგანი არამარტო გამოცდილი მფრინავი და მეცნიერი გახლდათ, მათ არამარტო ჩინებული კოსმოსური მომზადება გაიარეს (არმსტრონგი და ოლდრინი შედიოდნენ კოსმოსურ ხომალდ "ჯენის" შემადგენლობაში). ყველა მათგანი თავგამოდებული პატრიოტი გახლდათ, არმსტრონგმა და ოლდრინმა ეს კორეაში ომის დროს დაამტკიცეს, როდესაც, როგორც სამხედრო მფრინავები, აქტიურად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში.

გაფრენისთვის სამზადისი დიდი რუდუნებით მიმდინარეობდა. სტარტიდან ოთხი დღით ადრე ტექნიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ბაკს გასდიოდა. მთვარეზე გაფრენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა ტექნიკოსებმა შეძლეს ხარვეზის აღმოფხვრა. საზოგადოებასაც ემცნო: გაფრენა შედგება. ადამიანის ძირძველი ოცნება, ფეხი დაედგა მთვარეზე, სრულდება და ამას ამერიკელები გააკეთებენ!

აპოლონ \|–ის სტარტს თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: აშშ–ს პრეზიდენტი ჯონსონი, ვიცე–პრეზიდენტი აგნიუ, გერმანული სარაკეტო ტექნიკის პიონერი ჰერმან ობერტი. არმსტრონგმა თავის ინტერვიუში განაცხადა:

– ჩვენ უნდა მივაღწიოთ მთვარეს, დავდგათ იქ ტელეკამერები და სამეცნიერო მოწყობილობები, ჩავატაროთ ტელესეანსები მთვარიდან, გავიდეთ მთვარეზე და ჩამოვიტანოთ დედამიწაზე მთვარის გრუნტი.

აპოლონის სტარტს თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა. კიდევ უფრო მეტს საშუალება ჰქონდა ტელევიზიით ეხილა ეს საოცრება. სტარტი წარმატებული გამოდგა, თუმცა მოსკოვის ტელევიზიამ თავი ვერ შეიკავა ღვარძლიანი კომენტარის გაკეთებისგან:

– აპოლონმა სტარტი წარმატებით აიღო, მაგრამ არავინ უწყის თუ რა მოხდება შემდეგში. ბევრი მიუთითებდა, რომ მზადება ნაჩქარევად მიმდინარეობდა, რომ თეთრი სახლი აიძულებდა მეცნიერებს თვალები დაეხუჭათ რიგი დეტალების მოუმზადებლობაზე.

აპოლონ \|–მ მთვარეს 76 საათის შემდეგ მიაღწია. არმსტრონგი და ოლდრინი გავიდნენ მთვარეზე. მათ დადგეს იქ როგორც მეცნიერული ხელსაწყოები, ასევე ტელეკამერებიც. მალე მთელი მსოფლიოს ტელეარხებით გადაიცა უნიკალური კადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან ამერიკელები მთვარეზე.

მთვარეზე გაფრენამ მიაღწია დასახულ მიზნებს. ასტრონავტებმა არამარტო წარმატებით მიაღწიეს მთვარეს, არამედ გადაადგილდნენ კიდეც მასზე. მათ ჩაატარეს ყველა დაგეგმილი სამუშაო. შემდეგ აპოლონ \|–მ წარმატებით აიღო სტარტი მთვარიდან, რათა დედამიწაზე დაბრუნებულიყო. ასტრონავტებმა ჩამოიტანეს მთვარის გრუნტიც.

შეთქმულების თეორია

არმსტრონგი და მისი მეგობრები ახალი დაბრუნებულები იყვნენ, როდესაც აშშ–ში გავრცელდა ჭორი: მთვარეზე გაფრენა იყო ბლეფი. სინამდვილეში ასტრონავტები იქ არასდროს ყოფილან. მთვარიდან გადმოცემული ტელერეპორტაჟი კი მოხერხებულად შედგენილი ნაყალბევია. აშშ–ს მთავრობა წავიდა ამაზე, რათა რამდენადმე მაინც დაეფარა რუსების უპირატესობა...

ჭორი ოსტატურად ვრცელდებოდა. ცხადი იყო, რომ მის გავრცელებაზე კარგად ორგანიზებული ჯგუფი მუშაობდა. მალე ამან პრესაშიც გაიჟღერა. 1976 წელს კი მწერალმა ბილ კეისინგმა გამოაქვეყნა წიგნი "ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მთვარეზე". მასში ავტორი ამტკიცებდა, რომ აპოლონ \|–ის მთვარეზე გაფრენა გახლდათ ბლეფი, რათა დაეფარათ რუსების უპირატესობა. კეისინგს მოჰყავს შემდეგი არგუმენტები:

1. ამერიკა მზად არ იყო ეკიპაჟის მთვარეზე გასაშვებად;

2. რაკეტა სატურნ–5–ს არ შეეძლო აპოლონის სტარტის უზრუნველყოფა;

3. მთვარეზე გადაღებული ფოტოსურათები არის ყალბი, რადგან მათზე არ ჩანს ვარსკვლავები და ა.შ.

კეისინგის წიგნი იმდენად უსუსური გახლდათ, რომ მოსკოვში უარი განაცხადეს მის თარგმნაზე. სამაგიეროდ, მალე საბჭოთა ეკრანებზე გამოჩნდა ამერიკული ფილმი "თხის რქა–1" (1981). მასში ნაჩვენებია, თუ როგორ განხორციელდა მარსზე გაფრენის ინსცენირება. ფილმი ფანტასტიკური გახლდათ, მისი მოქმედებაც მომავალში ვითარდება, მაგრამ ცხადია პოლიტიკური ჟღერადობა. ამერიკელებს შეუძლიათ სასურველი სიმართლედ გაასაღონ და როგორც არ ყოფილან მარსზე, ასევე არ ყოფილან მთვარეზეც.

ვინ იდგა შეთქმულების თეორიის უკან?

1991 წელს ბოროტების იმპერია – სსრკ დაინგრა. სპეცსამსახურების ბევრმა თანამშრომელმაც ამოიდგა ენა. ამის წყალობით არაერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა.

მათ შორის, ვინც ენა ამოიდგა, გახლდათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) დაზვერვის ექსშეფი მარკუს ვოლფიც. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა:

– სუკი შეეცადა მიეჩქმალა ამერიკელების მთვარეზე გაფრენის ფაქტი, თუმცა ამას არ შეუძენია ფართო მასშტაბები.

ამრიგად შეთქმულების თეორიის უკან იდგა სუკი. რუსები შეეცადნენ რამდენადმე მაინც გაეფერმკრთალებინათ ამერიკელთა გამარჯვება, თუმცა არაფერი გამოუვიდათ


ინფორმაციის წყარო: http://sana.ge/index.php?katid=13%20%20&id=4348&poz=L3