– მთვარეზეც პირველად ფეხს საბჭოთა ადამიანი დაადგამს!
სსრკ–შიც შეიმუშავეს მთვარეზე გაფრენის სპეციალური პროგრამა. ქვეყანაში კვლავაც სიდუხჭირე იყო. პროდუქტებზე მთელი რიგები იდგა. ხრუშჩოვი კი სტალინის მსგავსად გაიძახოდა:
– დავეწევით და გავუსწრებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს! ხომ ვაჯობეთ მათ კოსმოსში, მთვარეზეც პირველნი ჩვენ გავფრინდებით!
უკვე 1959 წელს რუსებმა მთვარეზე სპეციალური თანამგზავრი გაუშვეს. მან დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. წარუმატებელი გამოდგა ამერიკელთა ანალოგიური მცდელობებიც. მომდევნო წლების მანძილზე ორივე მხარე ინტენსიურად უშვებდა მთვარის მიმართულებით თანამგზავრებს. რუსები ტყავში ძვრებოდნენ, მაგრამ ამერიკელთა უპირატესობა აშკარა იყო. გააფთრებულმა ხრუშჩოვმა ბრძანა:
– არაფერი არ დაიშუროთ, ოღონდაც მთვარეზე პირველები ჩვენ უნდა გავფრინდეთ!
1964 წელს ხრუშჩოვი გადააყენეს. ის ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა. მთვარეზე გაფრენის საკითხში ის მთლიანად ეთანხმებოდა წინამორბედს:
– მთვარეზე პირველად ფეხი საბჭოთა ადამიანმა უნდა დაადგას!
მიუხედავად ამისა, ამერიკელთა უპირატესობა ძალზე დიდი იყო. 1966 წელს ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა თითქმის მიაღწია მთვარეს. ის მას მიუახლოვდა, მაგრამ მთვარეზე დაჯდომა ვერ შეძლო. ამერიკელები სანუკვარი მიზნიდან ერთ ნაბიჯზეღა იყვნენ.
პირველნი მთვარეზე
1969 წლის 16 ივლისს აშშ–ს კოსმოდრომიდან სტარტი აიღო აპოლონ \|–მ, კოსმოსურმა ხომალდმა, რომელსაც მთვარისკენ ჰქონდა გეზი აღებული. ეკიპაჟი საგულდაგულოდ შეირჩა. ის სამი კაცისაგან შედგებოდა: არმსტრონგი, კოლინზი და ოლდრინი. ყველა მათგანი არამარტო გამოცდილი მფრინავი და მეცნიერი გახლდათ, მათ არამარტო ჩინებული კოსმოსური მომზადება გაიარეს (არმსტრონგი და ოლდრინი შედიოდნენ კოსმოსურ ხომალდ "ჯენის" შემადგენლობაში). ყველა მათგანი თავგამოდებული პატრიოტი გახლდათ, არმსტრონგმა და ოლდრინმა ეს კორეაში ომის დროს დაამტკიცეს, როდესაც, როგორც სამხედრო მფრინავები, აქტიურად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში.
გაფრენისთვის სამზადისი დიდი რუდუნებით მიმდინარეობდა. სტარტიდან ოთხი დღით ადრე ტექნიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ბაკს გასდიოდა. მთვარეზე გაფრენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა ტექნიკოსებმა შეძლეს ხარვეზის აღმოფხვრა. საზოგადოებასაც ემცნო: გაფრენა შედგება. ადამიანის ძირძველი ოცნება, ფეხი დაედგა მთვარეზე, სრულდება და ამას ამერიკელები გააკეთებენ!
აპოლონ \|–ის სტარტს თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: აშშ–ს პრეზიდენტი ჯონსონი, ვიცე–პრეზიდენტი აგნიუ, გერმანული სარაკეტო ტექნიკის პიონერი ჰერმან ობერტი. არმსტრონგმა თავის ინტერვიუში განაცხადა:
– ჩვენ უნდა მივაღწიოთ მთვარეს, დავდგათ იქ ტელეკამერები და სამეცნიერო მოწყობილობები, ჩავატაროთ ტელესეანსები მთვარიდან, გავიდეთ მთვარეზე და ჩამოვიტანოთ დედამიწაზე მთვარის გრუნტი.
აპოლონის სტარტს თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა. კიდევ უფრო მეტს საშუალება ჰქონდა ტელევიზიით ეხილა ეს საოცრება. სტარტი წარმატებული გამოდგა, თუმცა მოსკოვის ტელევიზიამ თავი ვერ შეიკავა ღვარძლიანი კომენტარის გაკეთებისგან:
– აპოლონმა სტარტი წარმატებით აიღო, მაგრამ არავინ უწყის თუ რა მოხდება შემდეგში. ბევრი მიუთითებდა, რომ მზადება ნაჩქარევად მიმდინარეობდა, რომ თეთრი სახლი აიძულებდა მეცნიერებს თვალები დაეხუჭათ რიგი დეტალების მოუმზადებლობაზე.
აპოლონ \|–მ მთვარეს 76 საათის შემდეგ მიაღწია. არმსტრონგი და ოლდრინი გავიდნენ მთვარეზე. მათ დადგეს იქ როგორც მეცნიერული ხელსაწყოები, ასევე ტელეკამერებიც. მალე მთელი მსოფლიოს ტელეარხებით გადაიცა უნიკალური კადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან ამერიკელები მთვარეზე.
მთვარეზე გაფრენამ მიაღწია დასახულ მიზნებს. ასტრონავტებმა არამარტო წარმატებით მიაღწიეს მთვარეს, არამედ გადაადგილდნენ კიდეც მასზე. მათ ჩაატარეს ყველა დაგეგმილი სამუშაო. შემდეგ აპოლონ \|–მ წარმატებით აიღო სტარტი მთვარიდან, რათა დედამიწაზე დაბრუნებულიყო. ასტრონავტებმა ჩამოიტანეს მთვარის გრუნტიც.
შეთქმულების თეორია
არმსტრონგი და მისი მეგობრები ახალი დაბრუნებულები იყვნენ, როდესაც აშშ–ში გავრცელდა ჭორი: მთვარეზე გაფრენა იყო ბლეფი. სინამდვილეში ასტრონავტები იქ არასდროს ყოფილან. მთვარიდან გადმოცემული ტელერეპორტაჟი კი მოხერხებულად შედგენილი ნაყალბევია. აშშ–ს მთავრობა წავიდა ამაზე, რათა რამდენადმე მაინც დაეფარა რუსების უპირატესობა...
ჭორი ოსტატურად ვრცელდებოდა. ცხადი იყო, რომ მის გავრცელებაზე კარგად ორგანიზებული ჯგუფი მუშაობდა. მალე ამან პრესაშიც გაიჟღერა. 1976 წელს კი მწერალმა ბილ კეისინგმა გამოაქვეყნა წიგნი "ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მთვარეზე". მასში ავტორი ამტკიცებდა, რომ აპოლონ \|–ის მთვარეზე გაფრენა გახლდათ ბლეფი, რათა დაეფარათ რუსების უპირატესობა. კეისინგს მოჰყავს შემდეგი არგუმენტები:
1. ამერიკა მზად არ იყო ეკიპაჟის მთვარეზე გასაშვებად;
2. რაკეტა სატურნ–5–ს არ შეეძლო აპოლონის სტარტის უზრუნველყოფა;
3. მთვარეზე გადაღებული ფოტოსურათები არის ყალბი, რადგან მათზე არ ჩანს ვარსკვლავები და ა.შ.
კეისინგის წიგნი იმდენად უსუსური გახლდათ, რომ მოსკოვში უარი განაცხადეს მის თარგმნაზე. სამაგიეროდ, მალე საბჭოთა ეკრანებზე გამოჩნდა ამერიკული ფილმი "თხის რქა–1" (1981). მასში ნაჩვენებია, თუ როგორ განხორციელდა მარსზე გაფრენის ინსცენირება. ფილმი ფანტასტიკური გახლდათ, მისი მოქმედებაც მომავალში ვითარდება, მაგრამ ცხადია პოლიტიკური ჟღერადობა. ამერიკელებს შეუძლიათ სასურველი სიმართლედ გაასაღონ და როგორც არ ყოფილან მარსზე, ასევე არ ყოფილან მთვარეზეც.
ვინ იდგა შეთქმულების თეორიის უკან?
1991 წელს ბოროტების იმპერია – სსრკ დაინგრა. სპეცსამსახურების ბევრმა თანამშრომელმაც ამოიდგა ენა. ამის წყალობით არაერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა.
მათ შორის, ვინც ენა ამოიდგა, გახლდათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) დაზვერვის ექსშეფი მარკუს ვოლფიც. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა:
– სუკი შეეცადა მიეჩქმალა ამერიკელების მთვარეზე გაფრენის ფაქტი, თუმცა ამას არ შეუძენია ფართო მასშტაბები.
ამრიგად შეთქმულების თეორიის უკან იდგა სუკი. რუსები შეეცადნენ რამდენადმე მაინც გაეფერმკრთალებინათ ამერიკელთა გამარჯვება, თუმცა არაფერი გამოუვიდათ
ინფორმაციის წყარო: http://sana.ge/index.php?katid=13%20%20&id=4348&poz=L3
No comments:
Post a Comment